ამერიკის მე-6 ფლოტის კრეისერი

ამერიკის მე-6 ფლოტის კრეისერი "ველა გალფი" დღეს ბათუმში შევა

ამერიკის შეერთებული შტატების მე-6 ფლოტის კრეისერი "ველა გალფი" დღეს ბათუმის პორტს ესტუმრება. "ველა გალფი" მართვადი რაკეტებით აღჭურვილი ტაიკონდეროგას კლასის ხომალდია. საქართველოში ამერიკის საელჩოს ინფორმაციით, კრეისერის ვიზიტი ხაზს უსვამს შეერთებული შტატების ძალისხმევას, გააღრმავოს ურთიერთობა ნატოელ მეკავშირეებსა და ისეთ პარტნიორებთან როგორიც საქართველოა, ხელი შეუწყოს საერთო ამოცანების გადაწყვეტას, აგრეთვე მშვიდობისა და სტაბილურობის გამყარებას შავი ზღვის რეგიონში.

"საქართველოში ყოფნისას, "ველა გალფი" სანაპირო დაცვის თანამშრომლებთან ერთად რუტინულ ერთობლივ წვრთნებს გამართავს, უმასპინძლებს დამთვალიერებლებს, აგრეთვე უმასპინძლებს მიღებას ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენლების პატივსაცემად.

"ველა გალფის" ბათუმში სტუმრობა აშშ-ის სამხედრო ფლოტის გემების წინა ვიზიტების გაგრძელებაა. სტუმრობის მიზანია პროფესიული და ადამიანური ურთიერთობების გაღრმავება შეერთებულ შტატებს, მის მოკავშირეებსა და პარტნიორებს შორის.

"ველა გალფის" ბაზა ვირჯინიის შტატის ქალაქ ნორფოლკში მდებარეობს. მას მე-6 ფლოტის მოქმედების არეალში საზღვაო უსაფრთხოების გაძლიერების, ორმხრივი და მრავალმხრივი წვრთნებისა და რეგიონში ნატო-ს ოპერაციების მხარდაჭერის თვალსაზრისით მრავალმხრივი როლი აკისრია", - აღნიშნულია საქართველოში ამერიკის საელჩოს განცხადებაში.

ამერიკის შეერთებული შტატების საზღვაო ფლოტის გემები პერიოდულად სტუმრობენ შავ ზღვას მონტროს კონვენციისა და საერთაშორისო კანონმდებლობის შესაბამისად.