უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, მოლაპარაკებებმა დადებითი შედეგი ვერ გამოიღო.
“კომპრომისის ადგილი არ არის იქ, სადაც სახელმწიფო წითელ ხაზსს კვეთს, უკრაინას ის არ გადაუკვეთავს, ვგრძნობდით ჩვენი პარტნიორების მხარდაჭერას”, - წერს კლიმკინი “ტვიტერზე”.
ბერლინში უკრაინის, რუსეთის, გერმანიის და საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა დაახლოებით 5 საათი გრძელდებოდა.