შტაინმაიერი: ბერლინში შეხვედრაზე

შტაინმაიერი: ბერლინში შეხვედრაზე "საგზაო რუკის" შემუშავება მოხდება

საფრანგეთის, გერმანიის, უკრაინისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრამდე გერმანიის პირველი დიპლომატი ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი შეხვედრასთან დაკავშირებით , რომელზეც უკრაინაში შექმნილ ვითარებაზე უნდა იმსჯელონ, კომენტარს აკეთებს. 

მისი თქმით, ბერლინში შეხვედრაზე მოხდება "საგზაო რუკის" შემუშავება აღმოსავლეთ უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტასთან დაკავშირებით.

"თავდაპირველად, საუბარია საგზაო რუკაზე და საზღვრისპირა ეფექტური კონტროლის შესახებ. მხოლოდ ამ გზით შეძლებს აღმოსავლეთ უკრაინა ვითარების დარეგულირებას, კიევი კი - გააგრძელებს ეროვნულ დიალოგს, რათა სათანადო სახით ჩართოს ადამიანები აღმოსავლეთ უკრაინიდან", - ნათქვამია გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებაში. 
შტაინმაიერის განცხადებით, უბრალო რეცეპტი არ არსებობს. 

"ამიტომაც, ჩემი აზრით, მნიშვნელოვანია, რომ ასეთ მომენტში ჩვენ ყველა მოლაპარაკების ერთ მაგიდას მივუსხდებით", - აღნიშნა გერმანელმა მინისტრმა.

მისივე თქმით, აღმოსავლეთ უკრაინაში ჰუმანიტარული ვითარება ძალიან სერიოზულია, საჭიროა, ადამიანებისთვის დახმარების აღმოჩენა, მაგრამ, ამავდროულად, არ უნდა დაგვავიწყდეს პოლიტიკური გზის გამონახვა კრიზისიდან.

"ახლა ჩვენ სასწრაფოდ გვესაჭიროება ახალი პოლიტიკური იმპულსები - წინააღმდეგ შემთხვევაში, არსებობს საშიშროება კვლავ უკან გადაიდგას ნაბიჯები და ესკალაციის სპირალში აღმოვჩნდეთ", - განაცხადა შტაინმაიერმა. 

მისი თქმით, მინისტრებს დღევანდელი სხდომა საშუალებას მისცემს, განიხილონ ეს იმპულსები და ის, თუ როგორ გამოვიდნენ პოლიტიკური დარეგულირების გზაზე.