პატიმრის გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება დაიწყო

პატიმრის გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება დაიწყო

რუსთავის #6 დაწესებულებაში 24 წლის მსჯავრდებულის დაღუპვის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. პატიმრის გარდაცვალებს მიზეზებს პროკურტურა სწავლობს.

სისხლის სამართლის საქმე თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით აღიძრა. ოჯახი კი გამოძიების ვერსიას არ ეთანხმება და მკვლელობაზე საუბრობს.

ცხედარს ექსპერტიზა უკვე ჩაუტარდა. დასკვნა უცნობია, თუმცა წინასწარი ინფორმციით, გარდაცვლილს დაზიანებები ბასრი საგნით აქვს მიყენებული.