გორში ქალმა მეგობარი მამაკაცი ცივი იარაღით დაჭრა

გორში ქალმა მეგობარი მამაკაცი ცივი იარაღით დაჭრა

გორში ქალმა მეგობარი მამაკაცი ცივი იარაღით დაჭრა. როგორც "ინტერპრესნიუსს" შსს-ში განუცხადეს, ქალი 117-ე მუხლით არის დაკავებული, რაც სხეულის განზრაც მძიმე დაზიანებას გულისხმობს. მამაკაცი კი საავადმყოფოში გადაიყვანეს. დაჭრილის მდგომარეობა დადებითია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. 

გავრცელებული ინფორმაციით, ქალი და მამაკაცი ერთად ცხოვრობდნენ და ხშირად ჰქონდათ კონფლიქტი. მამაკაცი ნასვამ მდგომარეობაში ხშირად ცემდა მეგობარ ქალბატონს. გუშინდელი ფაქტიც მათი მორიგი შეკამათებისას მოხდა. ცნობილია, რომ ბრალდებული სახლიდან წასვლას აპირებდა, თუმცა მისი მეგობარი ამის საშუალებას არ აძლევდა.