უკრაინელმა სამხედროებმა ქალაქ იასინოვატაიაზე კონტროლი დაამყარეს

უკრაინელმა სამხედროებმა ქალაქ იასინოვატაიაზე კონტროლი დაამყარეს

უკრაინის შეიარაღებული ძალების 95-ე ბრიგადამ დონეცკის კიდევ ერთ ქალაქზე დაამყარა კონტროლი. |

"ლიგა.ნეტ"-ის ინფორმაციით, ქვეყნის პრეზიდენტი, პეტრო პოროშენკო "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე წერს, რომ ქალაქ იასინოვატაიას დაკავებას სტრატეგიული მნიშვნელობა გააჩნია. 
"უკრაინის დროშა რაიონულ ცენტრზეა აღმართული! ეროვნული გვარდია ასრულებს ბოევიკების დაჯგუფებების ძიებასა და ლიკვიდაციას", - წერს პოროშენკო.

დღეს, ეროვნული უშიშროების საბჭოს საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელმა, ანდრეი ლისენკომ განაცხადა, რომ უკრაინელი სამხედროები აპირებდნენ ექვს ქალაქზე მიეტანათ იერიში.