ვასილ მაღლაფერიძე: მარგველაშვილი ახალი შუაშისტურ-ოპოზიციური ფლანგის შესაქმნელად ემზადება

ვასილ მაღლაფერიძე: მარგველაშვილი ახალი შუაშისტურ-ოპოზიციური ფლანგის შესაქმნელად ემზადება

პუბლიცისტი ვასილ მაღლაფერიძე სოციალურ ქსელ „facebook“-ზე  პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილზე სტატუსს აქვეყნებს. მისი განცხადებით, პრეზიდენტი ახალი  შუაშისტურ-ოპოზიციური ფლანგის შესაქმნელად ემზადება და შესაბამისი კონსულტაციებიც უკვე დაწყებულია. 

„მარგველაშვილის საზაფხულო განცხადებების ქვეტექსტებში აშკარად იკითხება, რომ დაწყებულია კონსულტაციები ახალი შუაშისტურ-ოპოზიციური ფლანგის შესაქმნელად, რომელიც საკუთარ პოლიტიკურ ნიშას ხედავს „ქართულ ოცნებასა“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ შორის.

როგორც ჩანს, ახალი ოპოზიცია ეცდება, რომ განსაკუთრებით იმ უცხოელი პოლიტიკოსების კეთილგანწყობა და მხარდაჭერა მოიპოვოს, რომლებიც, დაჟინებით ითხოვენ, რომ ყოფილი ხელისუფლების წევრები არ უნდა გასამართლდნენ.

ჯერ არ გამოკვეთილა, ვინ ჩაუდგება ამ მოძრაობას ლოკომოტივად (ან იქნებ თავად „ლოკომოტივი“ ყოყმანობს), თუმცა, საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ ახალი ოპოზიციის წინა ხაზზე პოლიტიკური ამბიციების მქონე და „ქართულ ოცნებაზე“ გულაყრილ თვითგამოცხადებულ ექსპერტებს ვიხილავთ.