თურქეთი რუსეთში ექსპორტის მოცულობას ზრდის

თურქეთი რუსეთში ექსპორტის მოცულობას ზრდის

თურქეთი რუსეთში ექსპორტის მოცულობას ზრდის. გამოცემა "უოლ სთრით ჯურნალის" ინფორმაციით, საუბარია ხილის, ბოსტნეულისა და რძის პროდუქტების ექსპრტზე. 

"თურქეთს ენერგეტიკული რესურსები არ გააჩნია, როგორც რუსეთს, მაგრამ გვაქვს სოფლის მეურნეობის პროდუქტი და წყალი. ჩვენ უნდა ვიმუშაოთ რუსეთთან და გავყიდოთ ჩვენი პროდუქცია", - განუცხადა გამოცემას სტამბულის სავაჭრო პალატის წარმომადგენელმა. 

რუსეთმა 7 აგვისტოდან ევროკავშირის ქვეყნებიდან, ამერიკიდან, კანადიდან, ავსტრალიიდან და ნორვეგიიდან რუსეთში პროდუქციის შეტანაზე აკრძალვა დააწესა.