სამგზავრო მატარებელმა ხაშურთან მამაკაცი გაიტანა

სამგზავრო მატარებელმა ხაშურთან მამაკაცი გაიტანა

წუხელ, გვიან ღამით ფოთიდან თბილისის მიმართულებით მოძრავი სამგზავრო მატარებელი ხაშურთან მამაკაცს დაეჯახა. 

შემთხვევის შედეგად მამაკაცი ადგილზევე გარდაიცვალა. თვითმხილველთა განცხადებით, გარდაცვლილი 70-წლამდე ასაკის მურად კვინიკაძე იყო. მეზობლების თქმით, კვინიკაძეებს იპოთეკით დატვირთული საცხოვრებელი სახლი ცოტა ხნის წინ გაუყიდეს, ოჯახის სხვა წევრები სამუშაოდ თურქეთში წავიდნენ, ასაკოვანი მამაკაცი კი ხშირად ღამეს მათი ყოფილი სახლის ეზოში, პირუტყვის სადგომში ათევდა. თვითმხილველების თქმით, ლიანდაგზე გადამსვლელი მამაკაცი მემანქანემ საყვირით რამდენჯერმე გააფრთხილა, თუმცა დამუხრუჭება ვეღარ შეძლო. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს.