საქართველოს საკალათბურთო ნაკრები დღეს პორტუგალიაში ევრობასკეტის შესარჩევ თამაშს გამართავს

საქართველოს საკალათბურთო ნაკრები დღეს პორტუგალიაში ევრობასკეტის შესარჩევ თამაშს გამართავს

17 აგვისტოს, საქართველოს საკალათბურთო ნაკრები პორტუგალიაში მასპინძელ გუნდს დაუპირისპირდება. მატჩის პირდაპირი ტრანსლაციას საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში 18.55 საათზე დაიწყება. 

საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე დღეს მესამე მატჩს გამართავს. პირველი მატჩში საქართველომ შინ ჩეხეთს 73:62 სძლია, ხოლო უნგრეთთან დამარცხდა. 

საქართველო და უნგრეთი ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ E ჯგუფში თითო-თითო გამარჯვებით ლიდერობენ.