ბერლინში საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა გაიმართება

ბერლინში საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა გაიმართება

უკრაინის, გერმანიის, საფრანგეთისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა გაიმართება ბერლინში, 17 აგვისტოს უკრაინის, გერმანიის, საფრანგეთისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა გაიმართება.

"უნიან"-ის ინფორმაციით, ამის შესახებ "ტვიტერის" საკუთარ გვერდზე უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა პაველ კლიმკინმა დაწერა.

მისი თქმით, პრინციპული საკითხია ტერორისტების შეჩერება დონეცკსა და ლუგანსკში, ასევე სამხედრო მფრინავის ნადეჟდა სავჩენკოსა და რუსეთში დაკავებული სხვა პოლიტპატიმრების გათავისუფლება. "საჭიროა მშვიდობა და თავისუფლება", - წერს უკრაინელი მინისტრი