აღმოსავლეთ უკრაინაში ტერორისტები რუსეთიდან 1200 მებრძოლით გაძლიერდნენ

აღმოსავლეთ უკრაინაში ტერორისტები რუსეთიდან 1200 მებრძოლით გაძლიერდნენ

ტერორისტები აღმოსავლეთ უკრაინაში რუსეთში გაწვრთნილი 1200 მებრძოლისგან შემდგარი რაზმით გაძლიერდნენ. გარდა ამისა, მათ ათეულობით საბრძოლო ტექნიკა, მათ შორის ტანკები მიიღეს.

"ლიგა.ნეტ"-ის ინფორმაციით, ამის შესახებ ტერორისტული ორგანიზაცია "დონეცკის სახალხო რესპუბლიკის" ე.წ. პრემიერ-მინისტრმა ალექსანდრ ზახარჩენკომ განაცხადა. ზახარჩენკოს ინფორმაციით, ეს დახმარება მათ ყველაზე გადამწყვეტ მომენტში მიიღეს. მათივე ინფორმაციით, მიღებული ტექნიკის ჩამონათვალში 150 ერთეული საბრძოლო ტექნიკა, მათ შორის 30 ტანკი, დანარჩენი კი ჯავშანტრანსპორტიორებია. რაც შეეხება 1200 მებრძოლს, მათ მომზადება რუსეთში, ოთხი თვის განმავლობაში გაიარეს.

გამოცემის ინფორმაციით, მიმდინარე კვირას უცხოელმა ჟურნალისტებმა, რომლებიც რუსეთის "ჰუმანიტარულ კოლონას" მოყვებოდნენ, გაავრცელეს ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, რუსეთ-უკრაინის საზღვარზე რუსეთის საბრძოლო ტექნიკის გადაადგილების მოწმენი გახდნენ. რუსეთის ხელისუფლებამ აღნიშნული ფაქტი კატეგორიულად უარყო.