საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს

საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს

19 აგვისტოს ანაკლიაში პარაკლისს გადაიხდიან. ამის შესახებ საქართველოს საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული. "ინტერპრესნიუსი" საპატრიარქოს განცხადებას გთავაზობთ: 
"19 აგვისტოს, სამშაბათს, ფერისცვალების დღეს, ზუგდიდში, 10.00 საათზე ივერის ღვთისმშობლის საკათედრო ტაძარში, საზეიმო წირვა ჩატარდება, რომელსაც აღავლენენ საქართველოს ელესიის წმინდა სინოდის წევრები და სამღვდელოება. 

15.00 საათზე კი გადახდილი იქნება პარაკლისი ანაკლიაში.

ზუგდიდის საკათედრო ტაძარში ამ დღეს დაბრძანებული იქნება ღვთისმშობლის კვართი და მორწმუნეთ საშუალება ექნებათ, მიეახლონ მას", - ნათქვამია საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.