ვაკის საცურაო აუზთან ახალგაზრდა დაჭრეს

ვაკის საცურაო აუზთან ახალგაზრდა დაჭრეს

ვაკის საცურაო აუზთან, ხაბეიშვილის ქუჩაზე ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს. როგორც "ინტერპრესნიუსს" შსს-ში განუცხადეს, ახალგაზრდა ფეხის არეშია დაჭრილი , ის გადაყვანილია საავადმყოფოში და მისი მდგომარეობა სტაბილურია.

შს სამინისტროს ცნობით, მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.