გერმანიის დაზვერვის სამსახური ჰილარი კლინტონის სატელეფონო საუბრებს უსმენდა

გერმანიის დაზვერვის სამსახური ჰილარი კლინტონის სატელეფონო საუბრებს უსმენდა

გერმანიის დაზვერვის სამსახური ჰილარი კლინტონის სატელეფონო საუბრებს უსმენდა. ამის შესახებ ინფორმაციას, გერმანული მედია ავრელებს. გავრცელებული ინფორმაციით, ჩაწერილია იმ პერიოდის საუბარი, როდესაც ჰილარი კლინტონი ჯერ კიდევ შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანამდებობაზე იმყოფებოდა.

მედიის ცნობით, სატელეფონო საუბარი სახელისუფლებო თვითმფრინავიდან ხორციელდებოდა და გერმანიის სპეცსამსახურებმა ის სრულიად შემთხვევით მოისმინეს. ისინი არ ახორციელებდნენ სისტემურ თვალთვალს ყოფილ სახელმწიფო მდივანზე. კონკრეტულად რომელი საუბარია ჩაწერილი, არ ხმაურდება. გავრცელებულ ცნობასთან დაკავშირებით კომენტარი არც გერმანიის, არც შეერთებული შტატების ხელისუფლებას არ გაუკეთებია.