ფინეთი მზადაა, უკრაინას კონფლიქტის მოგვარებაში დაეხმაროს

ფინეთი მზადაა, უკრაინას კონფლიქტის მოგვარებაში დაეხმაროს

ფინეთის პრეზიდენტ საული ნიინისტეს განცხადებით, ჰელსინკი მზად არის უკრაინას კონფლიქტის დარეგულირებაში დაეხმაროს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის პრესსამსახური იუწყება. ფინეთის პრეზიდენტი საული ნიინისტე დღეს უკრაინის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს შეხვდა. 

"მინდა დაგარწმუნოთ თქვენ და ყველა უკრაინელი, რომ პატარა ფინეთი მზად არის ყველაფერი გააკეთოს, რათა დაგეხმაროთ იმ ვითარებაში, რომელიც ყველას კარგად გვესმის. ახლა ყველაზე მთავარია უკრაინელ ხალხს მშვიდობა მოვუტანოთ" – აღნიშნა ფინეთის პრეზიდენტმა.

თავის მხრივ პეტრო პოროშენკომ განაცხადა, რომ უკრაინისთვის მნიშვნელოვანია აგვისტოს ბოლოს ევროკავშირის საბჭოს სხდომაზე უკრაინის საკითხის განხილვა და მიწვევის შემთხვევაში, ამ სამიტში მონაწილეობის სურვილი გამოთქვა.