ფრანსუა ოლანდი რუსეთსა და უკრაინას მიმართავს

ფრანსუა ოლანდი რუსეთსა და უკრაინას მიმართავს

საფრანგეთის, გერმანიის, უკრაინისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა, რომელიც 17 აგვისტოს გაიმართება, შესაძლოა, პირველი ნაბიჯი გახდეს ახალი სამიტის ჩასატარებლად, რომელიც მხარს დაუჭერს აღმოსავლეთ უკრაინაში პოლიტიკური ვითარების დარეგულირებას. "ცენზორ.ნეტ"-ის ინფორმაციით, ამის შესახებ ნათქვამია საფრანგეთის პრეზიდენტ ფრანსუა ოლანდისა და ევროკომისიის პრეზიდენტის ჟოზე მანუელ ბარუზოს დღევანდელი შეხვედრის შემდეგ გამოქვეყნებულ კომუნიკეში, რომელიც უკრაინაში შექმნილ ვითარებას უკავშირდებოდა. 
ოლანდის განცხადებით, რუსეთმა საკუთარ თავზე უნდა აიღოს უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემის ვალდებულება. მანვე მოუწოდა უკრაინას, მოახდინოს თავშეკავების დემონსტრირება სეპარატისტების წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციებისას. 

ოლანდმა და ბაროზუმ ხაზი გაუსვეს ჰუმანიტარული მდგომარეობის უკიდურესობას აღმოსავლეთ უკრაინაში და აღნიშნეს, რომ აუცილებელია მისი გაუმჯობესებისთვის აუცილებელი პირობების შექმნა. 

"საფრანგეთი ინარჩუნებს მზადყოფნას ასეთი ფორმატით ახალი სამიტის გამართვასთან დაკავშირებით, რომელიც იყო ნორმანდიაში პოლიტიკური დარეგულირების პროცესის მხარდასაჭერად. საფრანგეთის, გერმანიის, უკრაინისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა, რომელიც კვირისთვის არის დანიშნული, შესაძლოა გახდეს პირველი ნაბიჯი ამ სამიტის ორგანიზებისთვის", – აღნიშნულია კომუნიკეში.