დავით სერგეენკო მაღალ ტემპერატურასთან დაკავშირებით მოსახლეობას რჩევებს აძლევს

დავით სერგეენკო მაღალ ტემპერატურასთან დაკავშირებით მოსახლეობას რჩევებს აძლევს

საქართველოში მოსალოდნელი მაღალი ტემპერატურის გათვალისწინებით,  ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო მოსახლეობას რამდენიმე რჩევას აძლევს. როგორც სერგეენკომ ჟურნალისტებს დღეს განუცხადა, მისი რეკომენდაციაა, რომ მოსახლეობამ დიდი რაოდენობით სითხე მიიღოს და მზეზე სიარულს მოერიდოს.

"მომავალი დღეების განმავლობაში მოსალოდნელია  მაღალი ტემპერატურა. ჩემი რეკომენდაცია იქნებოდა, რომ მოსახლეობამ მიიღოს დიდი რაოდენობით სითხე.  წყლის მინიმალური რაოდენობა  მოზრდილთათვის უნდა იყოს  2,5 ლიტრი, თუმცა სიცხეში შეიძლება, ეს რაოდენობა  3 ლიტრამდეც გაიზარდოს. უნდა მოვერიდოთ შუადღის საათებში მზის ქვეშ სიარულს. ეს განსაკუთრებით ეხებათ  ბავშვებს, ქრონიკული დაავადებების მქონე პირებს და ორსულებს", - განაცხადა სერგეენკომ.

საქართველოში ჰაერის ტემპერატურამ უახლოეს დღეებში შესაძლოა, 40 გრადუსს გადააჭარბოს.