დიდმა ბრიტანეთმა უკრაინას ჯავშანჟილეტები და ჩაფხუტები გადასცა

დიდმა ბრიტანეთმა უკრაინას ჯავშანჟილეტები და ჩაფხუტები გადასცა

დიდმა ბრიტანეთმა უკრაინას ჯავშანჟილეტები და ჩაფხუტები გადასცა. უკრაინული მედიის ინფორმაციით, დიდმა ბრიტანეთმა ანტიტერორისტული ოპერაციის ზონაში მებრძოლ უკრაინელ ძალოვანებს 180 კომპლექტი გადასცა.

"ბრიტანეთის ხელისუფლების ეს ნაბიჯი კიდევ ერთხელ მოწმობს უკრაინელი ხალხის მხარდაჭერას ტერორისტების წინააღმდეგ ბრძოლაში და რუსეთის მხრიდან გამოცხადებული არაღიარებული სამხედრო აგრესიის მიმართ", - ნათქვამია დიდი ბრიტანეთში უკრაინის საელჩოს განცხადებაშია. 

უკრაინული მედიის ცნობით, უკრაინელ მებრძოლებს სამხედრო აღჭურვილობის მორიგი პარტია კანადამაც გაუგზავნა.