უკრაინის სამთავრობო ძალები წუხელ ლუგანსში შევიდნენ. უკრაინული მედიის ცნობით, ქალაქში მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა ბრძოლები. თვითმხილველთა ინფორმაციით, სეპარატისტები დასახლებულ პუნქტებშიც ისროდნენ, რამდენიმე შენობას კი ხანძარი გაუჩნდა.
უკრაინის სამხედრო-პოლიტიკური კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელის დიმიტრი ტიმჩუკის განცხადებით, ტერორისტებმა ვერ მოახერხეს ლუგანსკში დაკარგული პოზიციების დაბრუნება. მისივე თქმით, ბრძოლები მიმდინარეობდა დონეცკში, გორლოვკასა და ენაკიევოში.
ინფორმაცია წუხელ გარდაცვლილთა შესახებ ჯერჯერობით უცნობია.