ერაყში 80 ეზიდი მამაკაცი მოკლეს

ერაყში 80 ეზიდი მამაკაცი მოკლეს

ერაყის ჩრდილოეთით სოფელ კოჩოში დაჯგუფება "ისლამური სახელმწიფოს" "ბოევიკებმა" 80 ეზიდი მამაკაცი მოკლეს, ათობით ქალი და ბავშვი კი გაიტაცეს. 

"ბიბისის" ცნობით, სინჯარას მთიან რეგიონთან ახლოს სოფელ კოჩოში, რომელიც ეზიდებით არის დასახლებული, "ისლამური სახელმწიფოს" "ბოევიკები" ეზიდებს აიძულებდნენ უარი ეთქვათ საკუთარ რელიგიაზე და ისლამი მიეღოთ. 

არსებული ინფორმაციით, გატაცებული ქალები და ბავშვები "ბოევიკებმა" მათ მიერ კონტროლირებად ქალაქებში – მოსულსა და ტალ-აფარში გადაიყვანეს. 

უცხოურ მედიაში გავრცელებული სხვადასხვა ცნობებით, რამდენიმე დღის წინ "ისლამური სახელმწიფოს" "ბოევიკებმა" 500-მდე ადამიანი მოკლეს, რომელთაც უარი თქვეს ისლამის მიღებაზე. 200 ათასამდე ეზიდი კი ერაყის ჩრდილოეთით მდებარე სინჯარის მთიან რეგიონში ბლოკადაში მოაქციეს. 

"ბიბისის" ცნობით, ისლამური დაჯგუფების ძალადობის შედეგად 1,2 მილიონმა ერაყელმა იძულებით დატოვა საკუთარი საცხოვრებელი.