მთავარი პროკურორი ემიჯნება იმ აზრს, რომ საქართველოში პოლიტიკური დევნა ხორციელდება

მთავარი პროკურორი ემიჯნება იმ აზრს, რომ საქართველოში პოლიტიკური დევნა ხორციელდება

ასე გამოეხმაურა არჩილ კბილაშვილი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დასკვნას, სადაც საუბარია საქართველოში პოლიტიკურ დაპატიმრებებზე და ამ კონტექსტში თავდაცვის ყოფილი მინისტრი ბაჩო ახალაიაა მოხსენიებული.

"ცალკეული მოსაზრებები, რომ თითქოს საქართველოში პოლიტიკურ დევნას ჰქონდეს ადგილი, ეს ჩვენთვის ახალი არ არის, მაგრამ ეს არა რომელიმე კონკრეტული უწყების ან დაწესებულების, არამედ მხოლოდ და მხოლოდ ცალკეული მოსაზრებებია. ჩვენ ამასთან დაკავშირებით, ჩვენი პოზიცია არაერთგზის გვითქვამს, რომ ყველა პროცედურა დადგენილი წესითა და მტკიცებულებების საფუიძველზე ხორციელდება და შესაბამისად, ამ აზრს ვემიჯნებით", - განაცხადა კბილაშვილმა.