არასამთავრობო ორგანიზაციამ „ადამიანი, კანონი, თავისუფლება“, სასჯელარსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების სამინისტროში შეხვედრა გამართა

არასამთავრობო ორგანიზაციამ „ადამიანი, კანონი, თავისუფლება“, სასჯელარსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების სამინისტროში შეხვედრა გამართა

არასამთავრობო ორგანიზაციის „ადამიანი კანონი თავისუფლება“ თავმჯდომარემ, გიორგი ჭულუხაძემ და აღმასრულებელმა დირექტორმა, ნიკოლოზ მაღალდაძემ სასჯელარსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების სამინისტროში შეხვედრა გამართეს. შეხვედრა სამინისტროს ინიციატივით შედგა.

შეხვედრას იმ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ, რომლებიც სასჯელაღსრულების სისტემაში მსჯავრდებულების რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის პროექტებსა და უფლებადაცვით საქმიანობას ახორციელებენ.

სამინისტრომ გამოხატა სურვილი მსჯავრდებულების რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის მიზნით განხორციელდეს სხვადასხვა საგანმანათლებლო და გადამზადების პროექტები, რომელიც დაეხმარება მსჯავრდებულებს დასაქმებაში. შეხვედრაზე დეტალურად განიხილეს ამ მიმართულებით სამინისტროს მიერ უკვე განხორციელებული და მიმდინარე პროექტები.

„ადამიანი კანონი თავისუფლება“ ამ დროისათვის მუშაობს რამოდენიმე პროექტზე, რომელსაც წარუდგენს სამინისტროს, რათა მიიღოს მონაწილეობა მსჯავრდებულთა განათლების და პროფესიული ცოდნის ამაღლებაში.