რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი და აშშ-ის პირველი პირი ბარაქ ობამა სირიის თემაზე სასაუბროდ ერთმანეთს, სავარაუდოდ, ბალიში შეხვდებიან. ამის შესახებ "როიტერი" იუწყება.
საგარეო საკითებში პუტინის მრჩევლის იური უშაკოვის განცხადებით, ორი ქვეყნის ლიდერის შეხვედრა აზია-წყნარი ოკეანის სამიტის ფარგლებში, 7 ოქტომბრისთვისაა დაგეგმილი.
"ლოგიკურია, სირიის საკითხზე ბალიში შეხვედრა. ჩვენ მხარს ვუჭერთ ამ შეხვედრას. ორგანიზაციული საკითხები უკვე თანხმდება და ვფიქრობთ, რომ პუტინ-ობამას შეხვედრა გაიმართება", - განაცხადა პუშკოვმა.
მისივე თქმით, რუსეთის პრეზიდენტი ინდონეზიის კუნძულ ბალიზე კვირას გაემგზავრება.
სექტემბერში ბარაქ ობამამ უარი თქვა ვლადიმერ პუტინთან დაგეგმილ შეხვედრაზე, რომელიც სანკტ-პეტერბურგში, დიდი ოციანის სამიტის პარალელურად უნდა გამართულიყო. აშშ-ის პრეზიდენტმა გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც პუტინმა დროებითი თავშესაფარი მიანიჭა აშშ-ის სადაზვერვო სამსახურის ყოფილ აგენტს ედვარდ სნოუდენს.