ანდრო ბარნოვის შეფასებით, ე.წ.

ანდრო ბარნოვის შეფასებით, ე.წ. "ჯიჰადის" ვიდეოებთან დაკავშირებით შსს-ს განცხადება არადამაჯერებელია

ამის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

"სინამდვილეში სულ სხვა ამბავია, მთავრობაში აქვთ შიდაკონკურენცია და საბოლოო ჯამში, ჩვენ ვიჭყლიტებით. თუ ეს საქმე ერთი თვის წინ გახსნეს, რას ელოდებოდნენ? რა თქმა უნდა, ეს ტყუილია, როგორ შეიძლება ამის დაჯერება? თუ ერთი თვის წინ გახსნეს საქმე, აქამდე ეს საქმე დაავიწყდათ? იგონებენ სხვადასხვა ვერსიებს, რომ საზოგადოებას გვითხრან, რომ ამ საქმის სრულად გამოძიება შეუძლებელია", - განაცხადა ბარნოვმა.

შსს-ს ინფორმაციით, ე.წ. "ჯიჰადის" ვიდეო ყირგიზეთის მოქალაქე სამარ ჩოკუტაევმა შექმნა, რომელიც სოხუმში მუშაობს

ჩოკუტაევმა დანაშაული ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიიდან ჩაიდინა. მას თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.