პრემიერის კონტრასიგნაციას დაქვემდებარებულ პრეზიდენტის სამართლებრივ აქტებზე პასუხისმგებლობა მთავრობას ეკისრება

პრემიერის კონტრასიგნაციას დაქვემდებარებულ პრეზიდენტის სამართლებრივ აქტებზე პასუხისმგებლობა მთავრობას ეკისრება

პრემიერის კონტრასიგნაციას დაქვემდებარებულ პრეზიდენტის სამართლებრივ აქტებზე პასუხისმგებლობა მთავრობას დაეკისრება. 

2010 წელს მიღებული კონსტიტუციის ძალაში შესვლის შემდეგ, რაც ახალი პრეზიდენტის მიერ ფიცის დადების მომენტად უნდა მოხდეს, კონტრასიგნაციის პრინციპის ამოქმედდება. თავის მხრივ, კონტრასიგნაცია გულისხმობს შემთხვევას, როდესაც პრეზიდენტის მიერ გამოცემულ ნორმატიულ აქტს პრემიერ–მინისტრმაც უნდა მოაწეროს ხელი, წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს აქტი ძალაში არ შევა.

კონტრასიგნაციის განხორციელების პროცედურა "მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ" კანონში გაიწერა, რომელიც პარლამენტს განსახილველად უკვე წარედგინა.

პროექტის თანახმად, კონტრასიგნაციის განხორციელების შემთხვევაში სამართლებრივ აქტზე პასუხისმგებლობა მთავრობას ეკისრება. კერძოდ, პრეზიდენტის მიერ გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც პრემიერ-მინისტრის კონტრასიგნაციას საჭიროებს, განსახილველად მთავრობის სხდომაზე გადის. მთავრობის მიერ მისი მოწონების შემთხვევაში, პრემიერ-მინისტრი დოკუმენტს ხელს აწერს, რის შემდეგაც, კონტრასიგნაცია დასრულებულად ჩაითვლება. წინააღმდეგ შემთხვევაში, აქტი პრეზიდენტს დაუბრუნდება, რომელსაც შეუძლია 10 სამუშაო დღის ვადაში მთავრობის შენიშვნების შესაბამისად, დოკუმენტში ცვლილებები შეიტანოს და კონტრასიგნაციისთვის პრემიერ-მინისტრს ხელახლა გადასცეს. კანონპროექტის თანახმად, თუ მთავრობა კვლავ არ მოიწონებს პრეზიდენტის მიერ გამოცემულ აქტს, მაშინ პრეზიდენტს უფლება არა აქვს იგივე შინაარსის აქტით მიმართოს პრემიერ-მინისტრს შემდეგი 6 თვის ვადაში.

"მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ" კანონში დაგეგმილი ცვლილებები ასევე ითვალისწინებს განსაკუთრებულ შემთხვევაში, დაჩქარებული წესით კონტრასიგნაციას.