არჩილ კბილაშვილი მეცნიერებათა აკადემიის წარმომადგენლებს ხვდება

არჩილ კბილაშვილი მეცნიერებათა აკადემიის წარმომადგენლებს ხვდება

არჩილ კბილაშვილი მეცნიერებათა აკადემიის წარმომადგენლებს ხვდება მთავარი პროკურორი არჩილ კბილაშვილი მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წარმომადგენლებს ხვდება. როგორც არჩილ კბილაშვილმა აღნიშნა , შეხვედრის ფარგლებში ისაუბრებს იმაზე, თუ რა ხორციელდება ქვეყანაში სამართალდაცვითი კუთხით, რა გამოწვევები არსებობს და როგორ წარმოუდგენიათ ამ გამოწვევებთან გამკლავება. 

"ჩემთვის დიდი პატივია ვიყო მოწვეული მეცნიერებათა აკადემიაში. როცა სტუდენტი ვიყავი, ამაზე ვერც კი ვიოცნებებდი. ჩემთვის დიდი მნიშვნელობა აქვს ამ შეხვედრას და ვაცნობიერებ დიდ პასუხისმგებლობას, რომელიც გამაჩნია, როცა თქვენს წინაშე სიტყვით გამოვდივარ. ეს შეხვედრა მინდა სასარგებლო აზრთა ურთიერთგაცვლისთვის იყოს. ამჯერად ვისაუბრებთ, თუ რა ხორციელდება ჩვენს ქვეყანაში სამართალდაცვითი კუთხით. რა გამოწვევები არსებობს და როგორ წარმოგვიდგენია მათთან გამკლავება, შემდეგ კი თქვენს შეკითხვებს ვუპასუხებთ", - განაცხადა არჩილ კბილაშვილმა.
მისივე განმარტებით, მთავარი პროკურორის თანამდებობის შეთავაზება მისთვის მოულოდნელი იყო.

"უკვე 11 თვეა, რაც მთავარი პროკურორი ვარ. ეს იყო სრულიად მოულოდნელი შეთავაზება ჩემთვის, რადგან სახელმწიფო სამსახურში არასდროს მიმუშავია და 1993 წლიდან, რაც თსუ დავამთავრე, ადვოკატი ვიყავი. ბოლო პერიოდში, როცა საადვოკატო ხაზით რაიმე რეალური შედეგის მიღწევა შეუძლებელი გახდა, იძულებელი გავხდი ადვოკატის საქმიანობაზე დროებით ხელი ამეღო. ბედად გამოჩნდა ივანიშვილი, რომელმაც ღიად განაცხადა, რომ პოლიტიკაში მოსვლას აპირებდა. მოხდა ისე, რომ მას ერთდროულად დასჭირდა ჯერ საადვოკატო მომსახურება, მოგვიანებით კი, ეს მისივე თხოვნით, პოლიტიკურ საქმიანობაში გადაიზარდა", - აღნიშნა მთავარმა პროკურორმა.

არჩილ კბილაშვილთან შეხვედრა მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში დახურულ ფორმატში მიმდინარეობს.

შეხვედრა აკადემიაში მიმდინარეობს.