დვანში ე.წ. საზღვრის სადემარკაციო ხაზის დემონტაჟის შესახებ ინფორმაცია არ დასტურდება

დვანში ე.წ. საზღვრის სადემარკაციო ხაზის დემონტაჟის შესახებ ინფორმაცია არ დასტურდება

დვანში, რუსეთის მიერ აღმართული ღობეების დემონტაჟთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაცია არ დასტურდება. როგორც "ინტერპრესნიუსის" რეგიონული კორესპონდენტი დვანიდან იუწყება, ოკუპირებული ტერიტორიის პერიმეტრზე რუსმა სამხედროებმა სამუშაოები ხელსაწყოების უკმარისობის გამო შეაჩერეს. 

იქ, სადაც ე.წ სასაზღვრო სამუშაოები მიმდინარეობდა, ქვა-ღორღიანი ნიადაგია და რუსი ე.წ მესაზღვრეების ხელთ არსებული ხელსაწყოებით სამუშაოების გაგრძელება შეუძლებელი აღმოჩნდა.
დვანში ე.წ საზღვრის გავლების სამუშაოები, სავარაუდოდ, სხვა ხელსაწყოებით გაგრძელდება.