კომუნიკაციების კომისიის საქმიანობის შემსწავლელი დროებით საგამოძიებო კომისიის სხდომა დახურულ რეჟიმში მიმდინარეობს

კომუნიკაციების კომისიის საქმიანობის შემსწავლელი დროებით საგამოძიებო კომისიის სხდომა დახურულ რეჟიმში მიმდინარეობს

კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის შემსწავლელი პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიის სხდომა დახურულ რეჟიმში მიმდინარეობს. 

სხდომა "ალანიას" ყოფილი დირექტორისა და თანამფლობელის მამუკა თათოშვილის მოთხოვნით დაიხურა. როგორც მან კომისიის წევრების კითხვების პასუხად განმარტა, საკითხებზე, რომელზეც საგამოძიებო კომისიასთან უნდა ისაუბროს, ღია რეჟიმში ვერ ილაპარაკებს. მან ამ კონტექსტში, ინფორმაციის საიდუმლოებაზე გაამახვილა ყურადღება.

საგამოძიებო კომისიის სხდომის დახურვამდე თათოშვილმა მხოლოდ ის განაცხადა, რომ "ალანიას" ლიცენზირებულ მაუწყებლობამდე, იყო სტუდია "ერთობა", რომელიც კონტენტს ამზადებდა და ქმნიდა გადაცემებს. კომისიის წევრების კითხვაზე, ვისი დაკვეთით მუშაობდა სტუდია, რომელი ტელევიზიებისთვის ამზადებდა ის გადაცემებს და რა თანხებით კეთდებოდა საქმე, თათოშვილმა სხდომის ღია ფორმატში არ უპასუხა.

ცნობისთვის, ტელეკომპანია "ალანიას" თემას საგამოძიებო კომისიის რამდენიმე სხდომა მიეძღვნა. კომისიის ხელთ არსებული მასალებით და მის მიერ წარმოებული დაკითხვებით დასტურდება, რომ "ალანია" რამდენიმე წლის განმავლობაში უკანონოდ - ლიცენციის გარეშე მაუწყებლობდა.