შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიციის აკადემიას საპოლიციო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსი ენიჭება. შესაბამისი საკანონმდებლო ინიციატივით შსს-მ პარლამენტს უკვე მიმართა.
"უმაღლესი განათლების შესახებ" კანონში დაგეგმილი ცვლილებების მიხედვით, შს სამინისტროს ენიჭება უფლება აკადემიისთვის საპოლიციო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მოპოვების მიზნით, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს მიმართოს; განისაზღვრება შს სამინისტროს კომპეტენცია საპოლიციო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისთვის;
აღნიშნული საგანმანათლებლო დაწესებულების რექტორის თანამდებობის დასაკავებლად სავალდებულო არ იქნება დოქტორის ან მასთან გათანაბრებული ხარისხის არსებობა და ასე შემდეგ.
პროექტის თანახმად, საპოლიციო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაზე კონტროლს შინაგან საქმეთა სამინისტრო განახორციელებს.