ირაკლი ალასანია სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის თავდაცვის მინისტერიალში მიიღებს მონაწილეობას

ირაკლი ალასანია სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის თავდაცვის მინისტერიალში მიიღებს მონაწილეობას

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დელეგაცია ოფიციალური ვიზიტით სლოვენიაში გაემგზავრა. უწყების ინფორმაციით, თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის თავდაცვის მინისტერიალში (SEDM) მიიღებს მონაწილეობას.

აღნიშნულ ფორმატში ქართული მხარე 2006 წლიდან დამკვირვებლის სტატუსით მონაწილეობს. სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის თავდაცვის მინისტერიალის ფორმატი რეგიონში მშვიდობისა და უსაფრთხოების ხელშეწყობას და მონაწილე ქვეყნების ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციას ემსახურება.

მინისტერიალის ფარგლებში, ირაკლი ალასანია ორმხრივ შეხვედრებს გამართავს აშშ-ის თავდაცვის მდივნის თანაშემწის მოადგილესთან ეველინ ფარკასთან და სლოვენიის თავდაცვის მინისტრ რომან იაკლიჩთან. საუბრის მთავარი თემა ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები, ნატო-ში ინტეგრაცია და საერთაშორისო მისიებში მონაწილეობა იქნება.