შსს-ში ე.წ

შსს-ში ე.წ "ჯიჰადის" ვიდეორგოლის საქმის გახსნაზე დღეს ბრიფინგი გაიმართება

შინაგან საქმეთა სამინისტროში ე.წ "ჯიჰადის" ვიდეორგოლის საქმის გახსნასთან დაკავშირებით დღეს ბრიფინგი გაიმართება. ბრიფინგი სამინისტროში 11:00 საათისთვის არის დანიშნული. საქმის გახსნის შესახებ ინფორმაცია ჟურნალისტებს შინაგან საქმეთა მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 1-ელ ოქტომბერს, მთავრობის სხდომის შემდეგ მიაწოდა. საქმის დამატებით დეტალებზე "ინტერპრესნიუსთან" მოგვიანებით სამინისტროს პრესსამსახურის ხელმძღვანელმა ნინო გიორგობიანმა ისაუბრა.

მისი ინფორმაციით, პირს, რომელმაც "ჯიჰადის" სახელით ვიდეოები გაავრცელა, წინასწარი პატიმრობა აქვს შეფარდებული. როგორც გიორგობიანმა განმარტა, საქმე დიდი ხანია, გახსნილია, თუმცა გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე არ ხმაურდებოდა.

ამასთან, ამ დრომდე არ კონკრეტდება, აღნიშნულ პირს დაუსწრებლად აქვს თუ არა პატიმრობა შეფარდებული.

6 ივნისს, Yოუტუბე-ზე გავრცელდა ვიდეო, სახელწოდებით – "ჯიჰადი ავღანეთში საქართველოს ჯარების წინააღმდეგ". ვიდეო IშAF-ის მისიაში მონაწილე საქართველოს შეიარაღებული ძალების წინააღმდეგ მუქარას შეიცავს და მასში ქართველი ჯარისკაცები არიან ნაჩვენები.