პრემიერი: „ადეიშვილმა არაკორუმპირებული პროკურატურა და სასამართლო დაგვახვედრა“

პრემიერი: „ადეიშვილმა არაკორუმპირებული პროკურატურა და სასამართლო დაგვახვედრა“

პრემიერ-მინისტრის განცხადებით ახალ ხელისუფლებას არაკორუმპირებული პროკურატურა დახვდა და ეს ზურაბ ადეიშვილის დამსახურებაა.

ბიძინა ივანიშვილის თქმით ზეწოლა მოდიოდა ზემოდან და მას ემორჩილებოდა ადეიშვილიც, თუმცა თუ მისი ბრალეულობა გამოიკვეთება ის პასუხისმგებლობას ვერ გაექცევა. ბიძინა ივანიშვილმა კიდევ ერთხელ უწოდა იუსტიციის ყოფილ მინისტრს ნიჭიერი. „მართლა ნიჭიერი კაცი ჩანს ის და მე პატივსვცემ ყველა ნიჭს. მაგრამ ნიჭი უნდა პოზიტივს მოხმარდეს და საზოგადოების სასარგებლოდ უნდა იყოს და არა დამანგრეველი.

ეს მას არ ათავისუფლებს პასუხისმგებლობისგან. ჩემი დამოკიდებულება იმასთან, რომ სისტემები შეიქმნა და, შეიქმნა არაკორუფციული და ეს მოახერხა ადეიშვილმა და ჯგუფში , „ნაციონალებში“ ეს იყო გამორჩეულად ნიჭიერი. რასაც მე ვუყურებ, თუნდაც მისი ქმედება. ესეც ვთქვი მე ოდესღაც და გამომეკიდნენ, რომ აი გაქცევა უნდა ჩვენი და არსად არ გავიქცევით, დასკვნა გააკეთა სწორი. ესენი დღესაც იგივეს აგრძელებენ ზუსტად და უფრო მეტ აგრესიას თესავენ საზოგადოებაში და ანგრევენ საკუთარ იმიჯს. აქაც კი გააცნობიერა რეალობა ამ კაცმა და წავიდა სადღაც. რა თქმა უნდა ის, რომ ადეიშვილმა მოახდინა რიგი კანონდარღვევები თუ მოახდინა, ეს სასამართლომ უნდა დაადგინოს და არა მე. რა თქმა უნდა ჩემი გამონათქვამები არ ათავისუფლებს მას. მე აქაც არ მინდა დავივიწყო რომ ჩვენ პრაქტიკულად მივიღეთ არაკორუმპირებული პროკურატურა და გასაგებია, რომ ავალებდნენ და ის ვინც ძალადობაში იყვნენ მათ პასუხი უნდა მოეთხოვოთ. მაგრამ ის რომ პროკურატურაც და სასამართლოც არის აგებული თანამშრომლებზ,ე რომლებიც ხელფასზე იყვნენ დამოკიდებული ჩვენ ეს პოზიტივი მივიღეთ და ამითი ვსარგებლობთ კარგად. ის რომ ზემოდან შეკვეთებს იღებდა და ასრულებდა ადეიშვილი და ეს მისი ბრალეულობაა. შეკვეთები იყო და მას ასრულებდა ადეიშვილი მაგრამ ისიც კი განიცდიდა ძალადობას. მასზეც კი ვრცელდებოდა ძალადობა. ჩემს მთავრობაში ის იქნებოდა ერთ-ერთი წარმატებული მინისტრი“,-განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა - See more at: