2 ოქტომბრის სხდომაზე პრეზიდენტობის კანდიდატების რიგითი ნომრები განისაზღვრა

2 ოქტომბრის სხდომაზე პრეზიდენტობის კანდიდატების რიგითი ნომრები განისაზღვრა

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ დღეს საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 27 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილე კანდიდატების რიგითი ნომრები წილისყრით განსაზღვრა. რამდენიმე პრეზიდენტობის კანდიდატმა პირადად მიიღო წილისყრაში მონაწილეობა და საკუთარი რიგითი ნომერი თავადვე გამოავლინა. 

რიგითი ნომრების განსაზღვრის პროცესში მონაწილეობა არ მიუღიათ „ნაციონალური მოძრაობის“,“ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ და „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის“ კანდიდატებს. მათ ისარგებლეს კანონით მინიჭებული უფლებით და საარჩევნო კოდექსის შესაბამისად, 2012 წლის საქართველოს პარლამენტის არჩევნებისას საუკეთესო შედეგის მქონე მათი წარმდგენი პოლიტიკური პარტიების რიგითი ნომრები შეინარჩუნეს.

№ პრეზიდენტობის კანდიდატები რიგითი ნომერი

1 მიხეილ სალუაშვილი 16

2 ნესტან კირთაძე 12

3 შალვა ნათელაშვილი 9

4 მამუკა ჭოხონელიძე 18

5 გიორგი თარგამაძე 10

6 სერგო ჯავახიძე 3

7 გიორგი ლილუაშვილი 2

8 ლევან ჩაჩუა 11

9 ავთანდილ მარგიანი 19

10 მამუკა მელიქიშვილი 21

11 ნუგზარ ავალიანი 20

12 თეიმურაზ ბობოხიძე 8

13 თამაზ ბიბილური 1

14 დავით ბაქრაძე 5

15 გიორგი მარგველაშვილი 41

16 კობა დავითაშვილი 4

17 აკაკი ასათიანი 6

18 ნინო ბურჯანაძე 14

19 ნინო ჭანიშვილი 7

20 ზურაბ ხარატიშვილი 15

21 ქართლოს ღარიბაშვილი 17

22 თეიმურაზ მჟავია 22

23 გიორგი ჩიხლაძე 13