თამბაქოს ნედლეული და ნაწარმი, შესაძლოა, იმპორტის გადასახადისგან გათავისუფლდეს

თამბაქოს ნედლეული და ნაწარმი, შესაძლოა, იმპორტის გადასახადისგან გათავისუფლდეს

თამბაქოს მწარმოებლებს, როგორც ნედლეულის, ასევე ნაწარმის იმპორტირებისთვის 2015 წლის 1 იანვრამდე ნულოვანი დაბეგვრის რეჟიმით სარგებლობის საშუალება მიეცემათ. 

თამბაქოს ნედლეულისა და ნაწარმის იმპორტის გადასახადისგან გათავისუფლება პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის, ზურაბ ტყემალაძის საკანონმდებლო ინიციატივაა.

როგორც დეპუტატი განმარტავს, აღნიშნულ პროდუქციაზე იმპორტის 12%-იანი გადასახადის განაკვეთი 2013 წლის 1 ივლისიდან ამოქმედდა, მანამდე კი, შესაბამისი ნორმის მოქმედების გადავადება ყოველწლიურად, პერმანენტულად ხდებოდა. მისივე თქმით, 12%-იანი განაკვეთის მოქმედება არათანაბარ კონკურენტულ პირობებში აყენებს იმპორტიორებს.

"საგადასახადო კოდექსში" ცვლილება დეპუტატმა DG Trade-ის, ჰოლდინგ BULGARTABAC-ისა და ევროკომისიის თხოვნით მოამზადა.