ბარონესა ვივიენ სტერნმა სასჯელაღსრულების #8 დაწესებულება მოინახულა

ბარონესა ვივიენ სტერნმა სასჯელაღსრულების #8 დაწესებულება მოინახულა

„ციხის საერთაშორისო რეფორმის“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა და საპატიო პრეზიდენტმა, ბრიტანეთის ლორდთა პალატის წევრმა, ბარონესა ვივიენ სტერნმა სასჯელაღსრულების #8 დაწესებულება მოინახულა. 

ბარონესა სტერნი დაწესებულების ადმინისტრაციას შეხვდა და ციხის შიგნით არსებულ ვითარებას, მართვის მოდელს და სამედიცინო პროგრამების მიმდინარეობას გაეცნო.

მან სასჯელაღსრულების #8 დაწესებულების საცხოვრებელი ფართი, ბიბლიოთეკა, სამზარეულო და საზოგადოებრივი მისაღები დაათვალიერა, ასევე უვადო პატიმრებსა და სამეურნეო ნაწილში დასაქმებულ მსჯავრდებულებს შეხვდა და პირადად გაესაუბრა.

ბარონესა სტერნმა კმაყოფილება გამოხატა და დასებულებაში შექმნილი პირობები მოიწონა. მან კიდევ ერთხელ აღნიშნა სასჯელაღსრულების სისტემის რეფორმის შედეგიანობა. სტერნმა დადებითად შეაფასა უვადო პატიმრების საცხოვრებელი პირობები და აღნიშნა, რომ მათთვის განკუთვნილი საკნების ფართობი უფრო მეტია, ვიდრე დიდი ბრიტანეთის ციხეებში.