ხუდონჰესის მშენებლობის წინააღმდეგ ხაიშში აქცია გაიმართა

ხუდონჰესის მშენებლობის წინააღმდეგ ხაიშში აქცია გაიმართა

ხაიშის ცენტრში დღეს მორიგი საპროტესტო აქცია გაიმართა, რომელსაც დაბა მესტიიდან, ასევე 17 თემიდან ჩამოსული მოსახლეობა და მესტიის ეპარქიის სამღვდელო პირები ესწრებოდნენ. 

აქციის მონაწილეებს დღეს სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი შეხვდა. აქციის მონაწილეებმა გააკრიტიკეს როგორც ძველი, ისე ახალი ხელისუფლება და მათ ადგილობრივი მოსახლეობის უფლებების უგულვებელყოფაში დასდეს ბრალი. მათი განცხადებით, ისინი ხუდონჰესის მშენებლობას არ დაუშვებენ.

როგორც უჩა ნანუაშვილმა შეხვედრის შემდეგ განაცხადა, საკმაოდ მძიმე ვითარებაა და ხელისუფლება ვალდებულია შეხვდეს, მოუსმინოს მოსახლეობას, დაიწყოს მოლაპარაკებები და ყველასთვის მისაღები გადაწყვეტილება იყოს მიღებული.