მიხეილ სააკაშვილი:  თუ უნდათ

მიხეილ სააკაშვილი: თუ უნდათ "ლაზიკას" ნუ დაარქმევენ და "ნიუ ჭორვილა" დაარქვან

"თუ უნდათ "ლაზიკას" ნუ დაარქმევენ და "ნიუ ჭორვილა" დაარქვან, ოღონდ გააკეთონ",- ამის შესახებ პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა ანაკლიაში სტუმრობისას განაცხადა. 

მისი თქმით, პორტის გაკეთება მისი აკვიატება არ იყო და ახლა ყველა აღიარებს, რომ ეს უნდა გაკეთებულიყო.

"თუ უნდა გაკეთებულიყო, რატომ არ კეთდება. მოდით, ახლა ყველამ ვიმუშავოთ და გავაკეთოთ. თუ უნდათ "ლაზიკას" ნუ დაარქმევენ და "ნიუ ჭორვილა" დაარქვან, ამაზეც არ მაქვს პრობლემა. დაარქვან და გააკეთონ", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

მისი თქმით, ფოთი-ლაზიკას აეროპორტი შენდებოდა, არჩევნების შემდეგ კი ამ ობიექტებზე ყველა სამუშაო შეწყდა.

"ამ ხალხს წაართვეს ლამაზი ქალაქისა და პორტის პერსპექტივა და მის მაგივრად შეტენეს ეს სიმახინჯეები. ყველამ აღიარა, რომ ეს პორტი უნდა აშენდეს. რა თქმა უნდა, თუ ეს მთავრობა არ ააშენებს, საქართველოში იქნება მთავრობა, რომელიც ააშენებს და აქ ხალხი იქნება მდიდარი და წელში გამართული", - განაცხადა სააკაშვილმა.