რამაზ საყვარელიძე:  ჟურნალისტები უფრო მომზადებული იყვნენ პრემიერთან შეხვედრისთვის, ვიდრე ჩვენ

რამაზ საყვარელიძე: ჟურნალისტები უფრო მომზადებული იყვნენ პრემიერთან შეხვედრისთვის, ვიდრე ჩვენ

პოლიტოლოგ რამაზ საყვერელიძისთვის პრემიერისა და ჟურნალისტების შეხვედრა ექსპერტებთან გამართულ შეხვედრასთან შედარებით უფრო საინტერესო იყო. 

როგორც "ინტერპრესნიუსს" საყვარელიძემ განუცხადა, ექსპერტებთან შეხვედრისგან განსხვავებით ჟურნალისტებმა უკვე იცოდნენ ფორმატი და, შესაბამისად შეხვედრაზეც მომზადებული მივიდნენ.

"ჩვენ არ ვიცოდით ფორმატი და მოულოდნელი იყო. მე მომეჩვენა, რომ ჟურნალისტები უფრო მომზადებულები იყვნენ ამ შეხვედრისთვის, ვიდრე ჩვენ და მგონი, უფრო საინტერესოც იყო", - აღნიშნა საყვარელიძემ.

ამასთან, რამაზ საყვარელიძე არ გამორიცხავს, რომ ასეთი შეხვედრების შემდეგ ჟურნალისტებიც და ექსპერტებიც უფრო კრიტიკულებიც აღმოჩნდნენ, რადგან მათ მომხმარებელმა არ იფიქროს, რომ მათი პოზიცია პოლიტიკური ხელმძღვანელობის გამო შეიცვალეს.

ბიძინა ივანიშვილმა დღეს მორიგი შეხვედრა ცენტრალური ტელეკომპანიების საინფორმაციო სამსახურების უფროსებთან და პოლიტიკური გადაცემების წამყვანებთან გამართა. შეხვედრა პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა.