ამირან გამყრელიძე:   რიონისა და ცხენისწყლის სანაპიროებთან მცხოვრებ მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება

ამირან გამყრელიძე: რიონისა და ცხენისწყლის სანაპიროებთან მცხოვრებ მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება

ჯანდაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მდინარეების რიონისა და ცხენისწყლის სანაპიროებთან მცხოვრებ მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება.

როგორც "ინტერპრესნიუსს" ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ დღეს განუცხადა, მდინარეების რიონისა და ცხენისწყლის ლაბორატორიული კვლევები ჩატარდა, რომლის პასუხებმა აჩვენა, რომ წყალი მოსახლეობის ჯანმრთელობისთვის საფრთხეს არ წამროადგენს და პანიკის საფუძველი არ არსებობს.

გამყრელიძის ინფორმაციით, 27 სექტემბერს, როგორც კი მდინარეების დაბინძურების შესახებ შეტყობინება მიიღეს, მოსახლეობას გაფრთხილების ინფორმაცია მიეწოდა. თუმცა, ლაბორატორილი კვლევებით დადგინდა, რომ დღეს მდინარეების წყალი ადამიანების ჯანრმთელობას საფრთხეს არ უქმნის.

27 სექტემბერს ბოლო დღეების კოკისპირულმა წვიმებმა გამოიწვია მდინარე ცხენისწყლის ადიდება, რის შედეგადაც სოფელ ცინისა და ლაგურშაკის არსებული, გაუქმებული სამთო-ქიმიური ქარხნის ტერიტორიიდან ცხენისწყლის კალაპოტში დარიშხნის სამარხების ჩარეცხვა მოხდა.

ლაბორატორიული გამოკვლევების დასრულებამდე, მოსახლეობას გაფრთხილება მიეცა რიონსა და ცხენისწყალში თევზის დაჭერის, ბანაობისა და წყლის მოხმარების აკრძალვაზე.