მერაბ მეტრეველმა პრემიერს შსს-დან უშიშროების სამსახურის გამოყოფის დაპირება შეახსენა

მერაბ მეტრეველმა პრემიერს შსს-დან უშიშროების სამსახურის გამოყოფის დაპირება შეახსენა

"მედია პალიტრის" ჟურნალისტმა მერაბ მეტრეველმა პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილს შს სამინისტროდან სახელმწიფო უშიშროების სამსახურის გამოყოფის დაპირება შეახსენა. 

როგორც მერაბ მეტრეველმა აღნიშნა, მან შეხედრაზე წამოსვლის წინ გადაწყვიტა ჩაეხედა "ქართული ოცნების" წინაასაარჩევნო პროგრამაში და მოეძებნა ის დაპირებები, რომელიც არ შესრულდა.

"გადავწყვიტე ჩამეხედა პროგრამებში, მომეძებნა დაპირებები, რომელთა შესრულებას 8-9 თვე არ სჭირდება, არც ერთი წელი და ამას პოლიტიკური ნება სჭირდება, დავიწყებ შინაგან საქმეთა სამინისტროდან. შსს-დან გამოიყოფა სახელმწიფო უშიშროების სამსახური, "ქართული ოცნების" წინასაარჩევნო პროგრამიდან ვკითხულობ ციტატებს, დაპირება იყო და ეს არ არის შესრულებული. წინა ხელისუფლების დროს ერთ-ერთი მთავარი პრეტენზიები იყო, რომ მათ გააერთიანეს შსს და უშიშროება და შექმნეს მონსტრი. ერთი ადამიანის ხელში გადავიდა ყველაფერის კონტროლი. თქვენი ყველა ლიდერი ამ საკითხზე პრეტენზიას გამოთქვამდა", - მიმართა მეტრევლმა პრემიერს.

როგორც პრემიერმა განაცხადა, კონკრეტულ დაპირებაზე მითითებული არ იყო რამდენ ხანში უნდა შესრულებული.

"როდესაც პოლიტიკოსი გამოდის და კონკრეტულ დროს არ ამბობს, მე ამას გავაკეთებ, ამაში იგულისმება საარჩევნო პერიოდი, დროში შეზღუდულები არ ვართ. როგორი გქონდათ შს სამინისტრო? სად იყავით ერთი წლის წინ? როგორ ტრაბახობდა ეს ხალხი? როგორ მოვერიეთ კრიმინალს და მეთოდებიც კარგად ვიცით და გახსოვთ ციხეები, კარგად გახსოვთ რას უშვებოდნენ ხალხს? ნახეთ ახლა რა ხდება შსს-ში, ყველა მსგავს მეთოდზე უარის თქმის მიუხედავად, კრიმინალი კიდევ უფრო დაბალია და ამ დროს ჩვენ კულტურული პოლიცია მივიღეთ. თუ დღეს გინდათ პოლიციის მისამართით გამოთქვათ პრეტენზია, ეს უკვე თქვენი პრობლემაა. ის რაც მოხდა, რა პოლიცია გყავდათ და ეხლა რა გყავთ; ამის შემდეგ თქვენ მას გინებას და პრეტენზიებს ნუ წაუყენებთ. შეიძლება ამით უკუეფექტი მიღოთ", – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

მისივე თქმით, ხელისუფლება ძალიან ბევრს მუშაობს საკონსტიტუციო კომისიის შექმნასთან დაკავშირებით, რომ ყოველ წელს კონსტიტუცია არ ვცვალოთ.

"ბევრი პრობლემაა პროკურატურაშიც. უფრო მეტი პრობლემებია, ვიდრე შსს-ში. ერთი ხელის დაკვრით ჟურნალისტმა არ უნდა ისაუბროს. ჩვენ პრინციპულად განსხვავებული პოლიცია მივიღეთ, ამით უნდა ამაყობდნენ ჟურნალისტებიც და კონკრეტული საზოგადოებაც", – განაცხადა პრემიერმა.