ბიძინა ივანიშვილი: უარის თქმის მიუხედავად, კრიმინალი კიდევ უფრო დაბალია

ბიძინა ივანიშვილი: უარის თქმის მიუხედავად, კრიმინალი კიდევ უფრო დაბალია

ჟურნალისტებთან შეხვედრისას, ბიძინა ივანიშვილი შინაგან საქმეთა სამინისტროს თემასაც შეეხო. ჟურნალისტის შეფასების საპასუხოდ, ივანიშვილმა შემდეგი კომენტარი გააკეთა: „როგორი შინაგან საქმეთა სამინისტრო გქონდათ? - სად იყავით 1 წლის წინ, როგორ ტრაბახობდა ეს ხალხი - როგორი ეფექტურია შსს და ნახეთ, როგორ მოვერიეთ კრიმინალს. როგორი მეთოდებით ერეოდნენ კრიმინალს  ესეც კარგად იცით, კარგად გახსოვთ ის ციხეებიც, კარგად გახსოვთ რას უშვრებოდნენ ხალხს, ამით ერეოდნენ ძირითადად კრიმინალს.

ნახეთ, დღეს რა მოხდა შინაგან საქმეთა სამინისტროში. უარი ეთქვა იმ მეთოდებს, რასაც იყენებდა წინა ხელისუფლება. უარის თქმის მიუხედავად, კრიმინალი კიდევ უფრო დაბალია.