რომ იტყვიან ტყავი გავიძვრეთ და სახელმწიფომ იმაზე მეტი შეძლო, ვიდრე ერთ წელში იყო შესაძლებელი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განაცხადა.
მისივე განმარტებით, ხელისუფლება მაქსიმალურად დაეხმარა ბიზნესს და სოფლის მეურნეობას.
"200-ზე მეტი საწარმო დავაფინანსეთ უკვე. ლამის გრანტებს დაემსგავსოს უკვე ისეთი პირობებით ვიძლევით სესხებს, ოღონდ ვინმე იყოს მისი ამღები. ამას სჭირდებოდა უზარმაზარი მუშაობა, რაც ეკონომიკური გუნდის მინისტრებმა გააკეთეს.
ნახეთ, რთველი როგორ მიდის, რა გინდათ სააკაშვილივით გამოვიდეთ, ვიტრაბახოთ და კლიპები გადავიღოთ? ასე დინჯად, ასე გამართულად ოდესმე ჩატარებულა? ეს თავისით გაკეთდა? რისი გაკეთებაც შეიძლებოდა, იმაზე მეტი გავაკეთეთ ამ დროში", - აღნიშნა პრემიერმა.