ბიძინა ივანიშვილი:  უსუსურობის განცდა გიჩნდება, როდესაც ხედავ შენს მოსახლეობას რომ ესე ექცევიან

ბიძინა ივანიშვილი: უსუსურობის განცდა გიჩნდება, როდესაც ხედავ შენს მოსახლეობას რომ ესე ექცევიან

"ხელისუფლება ხალხს არ ეხმარება კი არა, ვერ ეხმარება", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა ცენტრალური ტელეკომპანიების საინფორმაციო სამსახურების უფროსებთან და პოლიტიკური გადაცემების წამყვანებთან შეხვედრაზე განაცხადა.

ამით ბიძინა ივანიშვილი დვანსა და დიცში მის ჩასვლასთან დაკავშირებულ კითხვებს გამოეხმაურა.

"ჩემი ჩასვლა შეიძლება ჰუმანური და პოლიტიკურადაც მომგებიანი იქნებოდა. მაგრამ, ჩემი იქ ჩასვლით და თავზე ხელის გადასმით, არაფერი შეიცვლებოდა. მთავრობამ პრინციპულად უნდა შეძლოს, რომ ძალადობა არ დაუშვას, თუ ეს ხდება სახელმწიფოში, უნდა ჰქონდეს საშუალება, ძალას ძალით უპასუხოს. აქ დაირღვა ბალანსი 2008 წელს. რაც მაშინ მოხდა, იმას ვიმკით დღეს ამ სოფლებში. "ნაციონალურ მოძრაობას" სურს ამაზე ვაგოთ პასუხი და იმას კი არ იხსენებენ, რომ მათ ჩაიდინეს დანაშაული",-განაცხადა ივანიშვილმა.

მისი თქმით, ახალ მთავრობას არ შეუძლია ერთ დღეში გამოასწოროს "ის უმეცრებები და სისულელეები", რაც წინა ხელისუფლებამ ჩაიდინა.

"ზოგჯერს უსუსურობის განცდა გიჩნდება, როდესაც ხედავ შენს მოსახლეობას რომ ესე ექცევიან და შენ სხვა გასაღები არ გაქვს. სააკაშვილი მთხოვს შეხვედრას, რომ მასწავლოს, როგორ უნდა მოვიქცე. რაც იცოდა მან, მოიქცა. ამან გამოიწვია ჭარბი ძალის გამოყენების საშუალება რომ მიეცა ვიღაცას და ჩვენ ამ ჭარბ ძალას ვეღარ ვაბალანსებთ, საკუთარ მოსახლეობას ღირსეულად ვერ ვიცავთ. მე არ მიჭირს ამის აღიარება",-განაცხადა ივანიშვილმა.