ალეკო ელისაშვილმა ბიძინა ივანიშვილს მოუწოდა, ნუ ასწავლის, როგორ წაიყვანოს გადაცემა

ალეკო ელისაშვილმა ბიძინა ივანიშვილს მოუწოდა, ნუ ასწავლის, როგორ წაიყვანოს გადაცემა

ჟურნალისტმა ალეკო ელისაშვილმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს მოუწოდა, ნუ ასწავლის, როგორ წაიყვანოს გადაცემა. ბიძინა ივანიშვილისა და ტელეკომპანიების საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელებსა და თოქ-შოუების წამყვანებთან შეხვედრისას, ბიძინა ივანიშვილმა ელისაშვილის მოთხოვა განემარტა მისი კითხვა – არის თუ არა პრემიერის პოლიტიკიდან წასვლა გაქცევა. აღნიშნულთან დაკავშირებით ალეკო ელისაშვილმა განაცხადა, რომ ამაზე თავად მისი გუნდის წევრები, მათ შორის მამუკა არეშიძე საუბრობს და მან მხოლოდ კითხვა დასვა. 

"მამუკა არეშიძე არ არის ჩემი თანაგუნდელი. ის იყო ჩემს გუნდში ოდესღაც. ის მაჟორიტარად იყრიდა კენჭს. მან წააგო ეს არჩევნები, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ მხოლოდ მისი ბრალეულობაა ამაში. თუ ყველა ჩემი გუნდელი მაგინებს, ყველამ უნდა მაგინოს? ასე წარმოგიდგენიათ? ან არაკორექტულ გამონათქვამს თუ ამბობს ეს გაძლევთ იმის საშუალებას, რომ იგივე გამოიყენოთ? არაა ისე, რომ ჩემმა ორმა ან სამმა თანაგუნდელმა რაიმე თქვას და იგივე გაიმეოროთ. კითხვაში, გავს თუ არა ივანიშვილის წასვლა გაქცევას, ამაში პოზიცია ფიქსირდება", - აღნიშნა ივანიშვილმა.

ამასთან, პრემიერის მიერ მოყვანილ სხვა გამონათქვამებთან დაკავშირებით, ჟურნალისტმა ალეკო ელისაშვილმა განაცხადა, რომ ის ნაწილი რაზეც ივანიშვილი საუბრობს, კონტექსტიდან არის ამოგლეჯილი.