ბიძინა ივანიშვილი:  სად გაგიგიათ გამარჯვებული კაცის გაქცევა

ბიძინა ივანიშვილი: სად გაგიგიათ გამარჯვებული კაცის გაქცევა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, მისთვის შეურაცხმყოფელია, როდესაც მასზე ამბობენ, რომ "გარბის". ამის შესახებ ბიძინა ივანიშვილმა ტელეკომპანიების საინფორმაციო სამსახურების ხელმძღვანელებსა და თოქშოების წამყვანებთან შეხვედრისას განაცხადა.

"გამარჯვებულები არ გარბიან. თქვენ თუ ვინმეს ეჭვი გაქვთ, რომ ჩვენ ვერ გავიმარჯვეთ, გავაანალიზოთ ეს. სად გაგიგიათ გამარჯვებული კაცის გაქცევა. დამარცხებული გარბის, როგორც წესი. ამ ტერმინს -გარბისო, როდესაც ხმარობთ, ან რომ ვერ ასრულებსო დანაპირებს, ეშინიაო, საშიში რაც იყო, ხალხო არ გახსოვთ, როგორი იყო მდგომარეობა როდესაც მე მოვედი და თავი გავწირე პირდაპირი მნიშვნელობით? ძალიან მერიდება, როდესაც საკუთარ თავზე ამდენს ვსაუბრობ, მაგრამ თავს ვაძლევ ამის უფლებას, იმიტომ, რომ ვერც ერთი ჟურნალისტის და ექსპერტის მხრიდან ვერ ვნახე ღისეული შეფასება ჩემი ბოლო ახსნა-განმარტების. ვერც ერთი ჟურნალისტისგან ვერ ვნახე ობიექტური შეფასება, რომ გაეგოთ, როგორ დავალაგე, ლამის საკუთარი ხელით დავწერე როგორც პირველი ჩემი წერილი პოლიტიკაში შემოსვლის, ესევე ბოლოც, სული და გული ჩავდე. ლამის მოღალატის როლში გამომიყვანონ. დაიწყეთ ძებნა მიზეზების - აი სურვილი აქვს კულისებიდან მართოს, ეშინია, გარბის",-განაცხადა ივანიშვილმა.

მისივე თქმით, მას აქვს იმის საშუალება და ძალა, რომ თავიც დაიცვას და საზოგადოებაც არასწორი გამონათქვამებისაგან.