დღეს ხელისუფლება საჭიროებს უკვე დასცვას, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტებთან შეხვედრაზე განაცხადა.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, მას აქვს იმის ძალა, რომ თავიც დაიცვას და საზოგადოებაც არასწორი გამონათქვამებისგან, ხოლო ის რაც კორექტულია, გათვალისწინებული იქნება.
"მე ვფიქრობ, რომ პირველი ოქტომბრის შემდეგ საზოგადოება ხელისუფლების ძალადობისგან ვიხსენით. დღეს თვითონ ხელისუფლება საჭიროებს უკვე დაცვას, რადგან ძალიან ბევრია არაკორექტული გამონათქვამი, მეორე უკიდურესობაში გადასვლა კი სიკეთეს არ მოგვიტანს. მე არ მჭირდება დაცვა, მე დავიცავ საკუთარ თავს. დღეს დაცვას საჭიროებს თუ გნებავთ დავით ნარმანია, სოზარ სუბარი. ხელისუფლების სხვა წევრები, დღეს დაცვას საჭიროებენ", - აღნიშნა ივანიშვილმა.
მისივე თქმით, კრიტიკა და კონტროლი არ ნიშნავს გინებას და ლანძვას, კონტროლი ნიშნავს შეფასებას, სწორი აქცენტები უნდა გაკეთდეს, საზოგადოებაში მადლიერების გრძნობა არ უნდა დაიკარგოს.