მედია საჭიროებს მეტ განვითარებას, რათა ამაღლდეს ხარისხი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა დღეს ტელეკომპანიების წარმომადგენლებთან შეხვედრის დროს განაცხადა.
მისი თქმით, დღეს, სტატისტიკის მიხედვით, მოსახლეობის 87% ინფორმაციას ტელევიზიებიდან იღებს.
"მოსახლეობა საჭიროებს ობიექტური ინფორმაციის მიწოდებას, სწორ ანალიზს, ამაში ჟურნალისტიკას დიდი მნიშვნელობა აქვს. მე ვაპირებ შეხვედრას ბეჭდური მედიის წარმომადგენლებთან, შემდეგ რეგიონალურ მედიასთან და სამოქალაქო სექტორთთან. იმედი მაქვს, არჩევნებამდე შევძლებ ამას, თუ არა და არჩევნების შემდეგ მოვახერხებ", - განაცხადა ივანიშვილმა.
მისივე თქმით, მედია უნდა ასრულებდეს საზოგადოების დაკვეთას და უნდა ზრუნავდეს წარმოაჩინოს ის, რაც საზოგადოებას აინტერსსებს.
"რამდენად ახერხებს დღევანდელი მედია ამას? არის ბევრი კითხვები. რამდენიმე კვირაში ერთი წელი სრულდება და მზად ვარ წარვდგე ანგარიშით და ვუპასუხო ყველა თქვენს კრიტიკულ გამონათქვამს. შეგახსენებთ, ზოგიერთ გამონათქვამს თქვენგან. ხშირად გადაცემებში რესპოდენტები ამბობენ იმას, რაც სურთ და ჟურნალისტი ვერ ან არ ახერხებს ჩაკითხვას და პოზიციების დაზუსტებას, ეს არის ძირითადი პრეტენზია და უფრო სურვილი ტელევიზიების მიმართ. ისეთ რამეებს საუბრობს სააკაშვილი "რუსთავი 2"-ში თუ "იმედში" და იქ, სანაიაც და "იმედის" ჟურნალისტებიც შეკითხვებს ვერ სვამენ. "რუსთავი 2"-თან არ ვაპირებ პოლემიკაში შესვლას, მე უფრო პოზიციურ ტელევიზიებთან ვისაუბრებ, ვინც უფრო ჩვენს მხარდამჭერად აღიქმებოდა" , - აღნიშნა პრემიერმა.
მისივე განმარტებით, ტელევიზიები ახერხებენ ე.წ. ბალანსის დაცვას და მოჰყავთ რესპოდენტები ორივე მხრიდან და ძალიან ხშირად რესპოდენტების შერჩევა ბევრ კითხვებს ბადებს. ერთი მხრიდან, არის მთავრობის წარმომადგენელი ან კოალიციის წევრი და მეორე მხრიდან, დემაგოგიური განცხადებები კეთდება. მაყურებელი ღებულობს გადაუმუშავებელ ინფორმაცის და რთულია გაერკვეს რა ხდება", – განაცხდა ბიძინა ივანიშვილმა.
პრემიერის განცხადებით, თავისუფლების მხრივ მედიას არ უნდა ჰქონდეს პრეტენზია.
"ჟურნალისტს ყველაფერის უფლება აქვს, მაგრამ თქვენ პოზიციაში მეტი პასუხისმგებლობა უნდა იგრძნობოდეს. ხშირად თქვენს გამონათქვამებში ისეთი მოთხოვნებია, ახალი ხელიუსფლების მისამართით, რომელიც შეიძლება მოვითხოვოთ 4 წლის შემდგომ, 8-9 თვის შემდეგ; ისეთ რამეებს თხოვენ, 10-20 წლის შემდგომ რომ უნდა იკითხონ. ჟურნალისტს უნდა ჰქონდეს მეტი პასუხისმგებლობის გრძნობა. არავინ არ იფიქროს, რომ მარტო ხელისუფლებას მოეთხოვება. საკუთარი პაუსხისმგებლობა უნდა იგრძნოს ყველამ", – განაცხადა ივანიშვილმა.