მიხეილ სააკაშვილს ანაკლიაში ელოდებიან

მიხეილ სააკაშვილს ანაკლიაში ელოდებიან

ანაკლიაში საქართველოს პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს ელოდებიან. ანაკლიაში იმყოფება "დაიცავი საქართველოს" ერთ-ერთი დამფუძნებელი კახა მიქაია, რომელიც აცხადებს, რომ გააპროტესტებს მიხეილ სააკაშვილის ჩასვლას სამეგრელოში, რადგან ეს რეგიონი ყველაზე მეტად დაზარლდა სააკაშვილის რეჟიმისგან.

ამასთან, რამდენიმე წუთის წინ ინციდენტიც მოხდა. ანაკლიაში გამოჩნდნენ პრეზიდეტის მხარდამჭერები, რომლებმაც კახა მიქაიასგან ტერიტორიის დატოვება მოითხოვეს და მათ შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.

ადგილზე მობილზებული არიან სამართალდამცავები.