ბიძინა ივანიშვილი - ბევრი ჟურნალისტის გამონათქვამებში დილეტანტობა და საკითხის არცოდნა იგრძნობა

ბიძინა ივანიშვილი - ბევრი ჟურნალისტის გამონათქვამებში დილეტანტობა და საკითხის არცოდნა იგრძნობა

ხშირად, ძალიან ბევრი ჟურნალისტის გამონათქვამებში დილეტანტობა და საკითხის არცოდნა იგრძნობა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ტელეკომპანიების საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელებსა და თოქ-შოუების წამყვანებთან შეხვედრისას განაცხადა. მანვე, დღევანდელ შეხვედრაზე ჟურნალისტ ალეკო ელისაშვილისა და ირმა ინაშვილის გამონათქვამებიც წაიკითხა.

"ყველა ჩემს გამონათქვამზე ვაგებ პასუხს. მე ვერ ვეთანხმები ალეკო ელისაშვილს. მისი მხრიდან იყო ასეთი გამონათქვამი – არის თუ არა ივანიშვილის წასვლა გაქცევა? ივანიშვილის მთავრობა არ აძლევს ზურაბიშვილს არჩევნებში მონაწილეობის უფლებას. ეკონომიკაში აურზაურია, შეიძლება ითქვას, რომ სტაგნაციაა. ირმა ინაშვილი არ მოსულა და მას კარგად ვიცნობ. მისი გამონათქვამებიც მინდოდა მომეყვანა, როდესაც ის ამბობს, რომ კოჰაბიტაცია და ათასი სისულელე მოგვახვიეს თავს და ა.შ. მე მინდა, რომ ეს გამონათქვამები გავაანალიზოთ, მაყურებელმაც მოისმინოს რამდენად კორექტულია ეს. ხშირად, თქვენი და ძალიან ბევრი ჟურნალისტის გამონათქვამებში იგრძნობა დილეტანტობა, საკითხის არცოდნა, ეკონომიკის არ ცოდნა. ეკონომიკა არ არის ის სფერო, რომელიც ნებისმიერ ჟურნალისტს შეუძლია გამოვიდეს და აკრიტიკოს. ეს არ არის ასე მარტივად. არ არის ისე, რომ მოხვიდე და ზედაპირულად ისაუბრო ეკონომიკაზე, თქვა რომ სტაგნაციაა, თქვა, რომ დაპირებები არ სრულდება. შეურაცხყმყოფელია პირდაპირ", - აღნიშნა ივანიშვილმა.